ეფექტური გადაწყვეტები
შექმნილია ზრდისთვის
ჰიდრონიქსის მიზანია შექმნას ეფექტური, სანდო და კლიენტზე მორგებული საირიგაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექპლუატაციის ოპტიმიზაციას. ჩვენი სერვისები და პროდუქტები თქვენი მეურნეობის წარმატების გარანტორია.

საირიგაციო სისტემები
წვეთოვანი სარწყავი სისტემები
ჩვენი სარწყავი სისტემები და მასალები, იდეალურად ერგება ნებისმიერი სახის სიტუაციას თუ მეურნეობას. თითოეული კომპონენტი შერჩეულია სპეციფიური აგროკულტურული მოთხოვნილების მიხედვით, თითოეული მცენარის მაქსიმალური განვითარებისათვის.

პროექტირება
საჭიროებებს მორგებული დიზაინები
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი მეურნეობისთვის სპეციალურად შექმნილ, უნიკალურ და მაქსიმალურად ეფექტურ სარწყავ სისტემას უდრის. ინდივიდუალური მიდგომა, აუცილებელია საიმედო და ეფექტური საირიგაციო სისტემის დაპროექტებისათვის.

მოვლა-შენახვის სამუშაოები, რემონტი
სანდო მხარდაჭერა
ჰიდრონიქსი გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის სარწყავი სისტემის უპრობლემო ექსპლუატაციას, შეკეთებას და რეინსტალაციას. ჩვენი მონიტორინგის სერვისის გამოყენებით, შეგიძლიათ თქვენი სარწყავი სისტემის უპრობლემო ექსპლუატაცია მიანდოთ პროფესიონალებს.

მონტაჟი
პროფესიონალური სერვისები
ჰიდრონიქსის ტექნიკოსთა გამოცდილი გუნდისთვის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა თუ გამოწვევა. ხოლო ჩვენი მასალები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, მარტივი ექსპლუატაციით და მინიმალური როგორც დროის, ასევე რესურსების დანაკარგებით.

წყლის ტუმბოები
საიმედო აგრეგატები
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ყველაზე საიმედო, გამოცდილ და ეფექტურ წყლის ტუმბოებს. ჰიდრონიქსისთვის პრიორიტეტია მაქსიმალური შედეგი მინიმალური დანაკარგით.

კონტროლ პანელები
ავტომატიზირებული მართვა
ჩვენი სარწყავი სისტემები აღჭურვილია თანამედროვე მართვის სისტემებით, რომლებიც იძლევიან რწყვის მართვის უსაზღვრო შესაძლებლობებს და ზრდიან პროდუქტიულობას.

ფილტრაციის სისტემები
საიმედო დაცვა არასასურველი ნარჩენებისგან
ხარისხიანი ფილტრები აუცილებელია სარწყავი სისტემის გამართული მუშაობისა და გრძელვადიანობისთვის. ჰიდრონიქსში, ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფილტრებს, რაც სისტემისთვის დაცულობის გარანტიაა.

აქსესუარები და კომპონენტები
საიმედო და ხარისხიანი მასალები
ჰიდრონიქსში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს და აქსესუარებს სარწყავი სისტემისთვის, რაც საიმედოობის და ეფექტურობის გარანტორია.