ჩვენი მისია და ხედვა



ვინ ვართ ჩვენ?
ჰიდრონიქსში, ჩვენი მისიაა მაქსიმალურად მოვერგოთ ნებისმიერი ტიპის კლიენტს და გამოწვევას - მცირე მასშტაბიან ხეხილის ბაღებიდან რეგიონალურ მეურნეობებამდე. ჩვენი საირიგაციო სისტემები შექმნილია ნებისმიერი საჭიროებისთვის, როგორც ბიუჯეტური და სანდო ვერსიები, ასევე ულტრა ინოვაციური და ავტონომიური, რომლებიც ახალ სიტყვას ამბობენ საირიგაციო სისტემების მართვაში. სარწყავი სისტემის კომპლექსურობის დონის მიუხედავად არასდროს იცვლება მათი მთავარი პრინციპი, პროექტები ხორციელდება უმაღლესი ხარისხის კონტროლით, უკომპრომისო სანდოობით და მაქსიმალური ეფექტურობით.
ჩვენი ფილოსოფია: ხარისხი, სანდოობა და ეფექტურობა უპირველეს ყოვლისა
მიუხედავად იმისა, თუ რომელ სისტემას აირჩევთ, ჰიდრონიქსის მიდგომა ხარისხის და ეფექტურობის მიმართ რჩება უცვლელი. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კომპონენტებს. თქვენი საირიგაციო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანი ინვესტიციაა, რასაც ჰიდრონიქსის გუნდი უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება და გარანტიას გაძლევთ, რომ იქნება სანდო და ეფექტური. მცენარისთვის თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია! ამიტომაც, ჩვენი გამოცდილი ინჟინრების გუნდი შექმნის მაქსიმალურად ეფექტურ და რესურსდამზოგავ პროექტს, რომელიც ამავდროულად თქვენი მეურნეობის ზრდა-განვითარების გარანტორი იქნება.
პროექტირება
ინდივიდუალური გადაწყვეტები
პროექტირების პროცესი ჰიდრონიქსში არ იწყება თქვენი მეურნეობის დეტალურად შესწავლამდე. ჩვენ გვჯერა, რომ იდეალური სარწყავი სისტემის შექმნისთვის უმცირესი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია.

ინსტალაცია
პროფესიონალური მონტაჟი
ჩვენი გამოცდილი გუნდი თქვენი სარწყავი სისტემის იდეალურად მონტაჟის გარანტორია.

სარემონტო სამუშაოები
უპრობლემო ექსპლუატაცია
ჰიდრონიქსში გვჯერა საირიგაციო სისტემის მუდმივი მონიტორინგის აუცილებლობის. პრობლემის პრევენცია შეუფერხებელი მუშაობის საუკეთესო გზაა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში კი - ჩვენი საექპლუატაციო უზრუნველყოფის სერვისი დაგეხმარებათ მის მყისიერ აღმოფხვრაში.
